14.სექტემბერი.2018 15:46
ეკონომიკა

უძრავი ქონება მოსკოვში და აქციები ქართულ და უცხოურ კომპანიებში - ქობულიას დეკლარაცია

უძრავი ქონება მოსკოვში და აქციები ქართულ და უცხოურ კომპანიებში - ქობულიას დეკლარაცია
ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას ქართული კომპანიების აქციებში მსხვილი თანხები აქვს დაბანდებული. კერძოდ, ქუბულიას ეკუთვნის "ჯორჯია კაპიტალის" 600 აქცია, რომელშიც 592 ათასი დოლარი აქვს გადახდილი 2018 წელს; "საქართველოს ბანკის" სტრუკტურირებული ნოტა-250 ათასი ევროს ღირებულების; "საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 551 ათასი დოლარის ღირებულების აქციები და ასევე M2-ის 60 ათასი დოლარის ღირებულების ობლიგაციები.

მისივე საკუთრებაშია კომპანია "ნორზერნ ტრასტის“ 120 ათასამდე აქცია, რომელთა ღირებულებაც ჯამში 6 მილიონ 406 ათასი დოლარია, და "მაკკინზი და კომპანიის" 643 აქცია, რომელთა ღირებულებაც 1 მილიონ 853 ათასი დოლარია.

მინისტრი ფლობს უძრავ ქონებას მოსკოვსა და საქართველოშიც. მას ეკუთვნის 73 მილიონ რუბლად შეფასებული ბინა მოსკოვში, ასევე 5 მილიონ რუბლად შეფასებული ავტოფარეხი. მიწის ნაკვეთები ბეთანიასა და წყნეთში, ასევე 300 ათას დოლარად შეფასებული სახლი წყნეთში, 270 ათას და 185 ათას დოლარად შეფაებული ბინები თბილისში და სამი ავტოფარეხი. მინისტრის საკუთრებაში 3 ავტომანქანა, მათ შორის 123 ათას ევროდ შეფასებული პორშე პანამერაა, ასევე ტოიოტა ლენდკრუიზერი და მერსედესი.

მინისტრს მიმდინარე და დეპოზიტური ანგარიშები 3 კომერციულ ბანკში აქვს განთავსებული: რუსულ -"სითი ბანკსა“ და "ვითიბი მოსკოვში", ქართული ბანკებიდან კი უპირატესობას "საქართველოს ბანკს" ანიჭებს.

ჯამში მიმდინარე და დეპოზიტურ ანგარიშებზე ეკონომიკის მინისტრს განთავსებული აქვს 280 ათას რუბლამდე, 620 ათასი დოლარი, 664 ათასი ევრო და 204 ათასი ფუნტი სტერლინგი. მინისტრმა მიმდინარე წელს 600 ათასი დოლარის მოკლევადიანი სესხი აიღო საქართველოს ბანკიდან, ბინის გაქირავებიდან კი 112 ათასი ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, დეპოზიტების განთავსებიდან კი მინისტრს 9 ათასი დოლარისა და 41 ათასი ევროს შემოსავალი აქვს დაფიქსირებული ქონებრივ დეკლარაციაში.
ავტორი: თამუნა დემეტრაშვილი



23.თებერვალი.2019 22:03
952

კომპანიამ - ,,Ku biki“ საბავშვო ავეჯის დამზადება დაიწყო

ვრცლად
23.თებერვალი.2019 21:00
1842

ავსტრიელმა რეჟისორმა თუშეთზე ფილმის გადაღება 31 000 ევროთი დააფინანსა

ვრცლად
23.თებერვალი.2019 20:30
1066

მარიამ ქვრივიშვილი: „ტურიზმმა ეკონომიკაში უფრო მეტი კონტრიბუცია უნდა განახორციელოს“

ვრცლად
23.თებერვალი.2019 20:03
1167

Skylawyer: “ყოველწლიურად რამდენიმე მლრდ ევროს კომპენსაცია რჩება მოუთხოვნელი”

ვრცლად
23.თებერვალი.2019 19:44
1134

საქართველოს ბანკის ჯგუფის ორგანიზებით, 25 ივნისს ინვესტორთა დღე გაიმართება

ვრცლად
23.თებერვალი.2019 19:20
1173

„დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება“ - რეგიონებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

ვრცლად