მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოური ავტომობილების სავალდებულო დაზღვევით სექტორი ყოველწლიურად 30 მილიონს მიიღებს

5a8ed0b8ee320
ელენე გოგბერაშვილი
22.02.18 18:14
1005
1 მარტიდან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო ხდება. შესაბამის პოლისებს სადაზღვევო კომპანიების მიერ დაფუძნებული დაზღვევის ცენტრი გასცემს.

პოლისი ცენტრის დამფუძნებელი 17 სადაზღვევო კომპანიის საერთო სახელით გაიცემა, შესაბამისად ერთი კონკრეტული ანაზღაურებული ზარალი ყველა მზღვეველზე გავრცელდება.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, კოტე სულამანიძის განცხადებით, აღნიშნული სავალდებულო დაზღვევის პროდუქტის შემოღება საორიენტაცოდ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას გამოიწვევს.

"ჩვენი პესიმისტური გათვლებით ყოველწლიურად ქვეყანაში 30 მილიონი ლარის ფარგლებში შემოვა. სადაზღვევოებს აქვთ ხარჯებიც და ჩვენი დათვლით, ხარჯების განაკვეთი დღეს არსებულ სადაზღვევო პროდუქტებზე არის 69%. ეს არის მაგალითი, რომ შემოსული თანხებიდან 69% იქნება ზიანის ანაზღაურებაზე მიმართული.დამატებით უნდა ვივარაუდოთ სხვა ადმინისტრაციული ხარჯები. დანარჩენი იქნება კომპანიების მოგება", - განაცხადა კოტე სულამანიძემ.

მისი თქმით, 2019 წლიდან სავალდებულო დაზღვევა საქართველოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებზეც გავრცელდება. მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან კი უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესამე პირის პასუხისმგებლობის გარდა სავალდებულო ხდება საზოგადობრივი თავშეყრის ადგილების -სავაჭრო ცენტრების, სასტუმროებისა და ავტოგასამართი სადგურების დაზღვევაც.