მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უბისა-შორაპანის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა

5b7bb1dd6a5f5
BM.GE
21.08.18 10:30
1157
რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერზე, დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა. სატენდერო წინადადება სულ 8 კომპანიამ წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე, შემოთავაზებული წინადადებების განხილვა მოხდება და დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.

უბისა-შორაპანის მონაკვეთზე დაგეგმილია ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზის, 27 ხიდის და 18 გვირაბის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. აღნიშნული პროექტი, სირთულისა და სამუშაოების მასშტაბით უპრეცენდენტოა საქართველოში.

აღსანიშვანია რომ, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარება კი, ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების უმსხვილეს კომპონენტს წარმოადგენს.

„მაგისტრალური გზების მოდერნიზაციის პროგრამის ძირითადი მიზანია, E60-E70 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესება, გაზრდილი სატრანზიტო გადაზიდვებისათვის, შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა, რასაც მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვანი და მზარდი წილი შეაქვს. განვითარდება ეკონომიკა და გაუმჯობესდება თითოეული მოქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა.

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ“, - განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.