13.თებერვალი.2018 18:20
საზოგადოება

უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის გაზრდაზე პარლამენტი იმსჯელებს

უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის გაზრდაზე პარლამენტი იმსჯელებს
უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის გაზრდის კანონპროექტზე პარლამენტი იმსჯელებს. განხილვები მიმდინარე თვეში უნდა გაიმართოს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ჯარიმა უბილეთო მგზავრობისთვის 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება. თუმცა, ამავდროულად საურავის ოდენობა 50 ლარიდან მცირდება 40 ლარამდე.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს საფასური.

„კანონპროექტის მიღების მიზეზია მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახდის ახალი სისტემის ეტაპობრივი დანერგვა.

დედაქალაქში ევროსტანდარტების შესატყვისი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესის დაწყებას მოჰყვა ახალი სისტემის დანერგვა - ელექტრონული გადახდის საშუალებით მგზავრობის საფასურის გადახდა, რაც თავის მხრივ თანდათანობით გამოიღებს იმ შედეგს, რომ არსებული გაჩერების სამგზავრო ბილეთებით დანაგვიანების მავნე პრაქტიკა აღმოიფხვრება და შეამცირებს ბილეთის ქაღალდზე გაწეულ/გასაწევ ხარჯს”,- ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი



23.მაისი.2018 13:00
85

Unwomen: საქართველოს რეგიონებში არცერთი გამგებელი და მერი არ არის ქალი

ვრცლად
23.მაისი.2018 12:34
61

სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მასშტაბები გაიზრდება

ვრცლად
23.მაისი.2018 12:00
46

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის შესყიდვები გამარტივებული წესით მოხდება

ვრცლად
23.მაისი.2018 11:06
1195

როგორ შეამცირებს მედიკამენტების ფასს მთავრობა?

ვრცლად
23.მაისი.2018 09:00
869

სვეტი: რებრენდინგის შემდეგ შევეცდებით ძველი რეპუტაციის დაბრუნებას

ვრცლად
22.მაისი.2018 20:26
111

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების იმპორტის შიდა კვოტები დადგინდა

ვრცლად