მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UBER ლონდონში ლიცენზიას კარგავს

59c661af48d2d
BM.GE
23.09.17 17:28
1854
ლონდონის ხელისუფლებამ ტაქსის ონლაინ-გამოძახების სერვისისთვის Uber ლიცენზიის შეწყვეტა გადაწყვიტა. ქალაქის სატრანსპორტო განყოფილებამ საერთაშორისო კომპანიას ქალაქში სამუშაოდ ლიცენზიის გაგრძელებაზე უარი განუცხადა.

როგორც Associated Press-ი წერს, ლონდონის მერიის გადაწყვეტილებით, კომპანია Uber-ი მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო კომპანიის პრინციპი კორპორაციულ პასუხისმგებლობას არ გულისხმობს, რაც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მერია აცხადებს, რომ კრიმინალური თავდასხმების მსგავს სიტუაციებში Uber-მა თავი კარგად ვერ გამოავლინა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ Uber-ის კლიენტებზე ტაქსის მძღოლების მხრიდან სექსუალური შევიწროების დანაშაული ერთი წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა. ამასთანავე, დამტკიცდა, რომ ტაქსი Uber-ის მძღოლებს ყალბი სამედიცინო სერტიფიკატები ჰქონდათ გაფორმებული.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის ხელისუფლების გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, Uber-ს სააპელაციო სასამართლოში სარჩელის შეტანა 21 დღის მანძილზე შეუძლია.