მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვენეტაძე პარლამენტში - რატომ არ ყიდის სებ-ი ლარის გაუფასურების დროს დოლარებს?

BM.GE
10.06.19 18:30
899
„თუ გადახედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებებს, მისი ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდის შეფასებას, ცალსახად დაინახავთ, რომ ის პოლიტიკა, რასაც ეროვნული ბანკი აწარმოებს, მონეტარული, საზედამხედველო, სავალუტო პოლიტიკა, გაცვლითი კურსის რეჟიმის შენარჩუნება არის ცალსახად მოწონებული“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლარის კურსის და ამ კუთხით, სების პოლიტიკის კომენტირებისას ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართა.