მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უაქციზო სიგარეტის რაოდენობა 6,5-ჯერ გაიზარდა

59c51704c250d
თელარა გელანტია
22.09.17 17:57
1113
2017 წლის იანვრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 171 872 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო.

„საქმის კურსის“ მიერ საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლით, 40 პირის მიმართ 41 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელთან შედარებით სს საქმეთა რაოდენობა თითქმის 2.5-ჯერ არის გაზრდილი.

რაც შეეხება უაქციზო სიგარეტების რაოდენობას, გასულ წელს სულ ამოღებული იქნა 26 557 კოლოფი სიგარეტი, რაც მიმდინარე წლის 9 თვის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით, 6.5-ჯერ ნაკლებია.

ცნობისთვის: საგამოძიებო სამსახურმა 2012 წელს 2539 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2013 წელს - 999 კოლოფი, 2014 წელს - 3 536 კოლოფი, ხოლო 2015 წელს ამოღებული უაქციზო სიგარეტების რაოდენობა 68 895 კოლოფამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან დღემდე, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი რამდენჯერმე, ეტაპობრივად გაიზარდა. ბოლოს, 2017 წლის 1 იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 60 თეთრით, უფილტროზე კი - 30 თეთრით გაიზარდა. თამბაქოს იმპორტიორები და ასევე, ექსპერტთა ნაწილი მაშინ აცხადებდა, რომ აქციზის განაკვეთის ზრდა კონტრაბანდის რისკებს გაზრდიდა.