მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უალკოჰოლო სასმელების მარკირების ვალდებულების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო მაისში გაიმართება

59004a6ad86f4
სალომე მეცხვარიშვილი
26.04.17 13:18
1133
უალკოჰოლო სასმელების მარკირების შესახებ ვალდებულების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა მაისში გაიმართება.

ერთ-ერთი მომჩივანი მხარის "კოკა-კოლას" იურისტი პაატა გაბუნია "საქმის კურსთან" განმარტავს, რომ პირველი სასამართლო სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში აპრილში გაიმართა, მეორე სხდომა კი მაისის შუა რიცხვებში ჩაინიშნება.

პაატა გაბუნიას თქმით, პირველ ეტაპზე სასამართლო მხარეებს უსმენს.

შეგახსენებთ, რომ არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საკითხზე ბიზნესის საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო. "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", "კასტელ ჯორჯია" და "წყალი მარგებელი" საგადასახადო კოდექსში არსებულ ჩანაწერს და ფინანსთა მინისტრის ბრძანების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ. უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებმა საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივრით 2015 წლის დეკემბერში მიმართეს. საჩივარში აღნიშნულია, რომ მაღალია რისკი, მწყობრიდან გამოვიდეს მარკირების აპარატი, რომელიც შვეიცარიულ კომპანია "სიქპას" ეკუთვნის. მექანიზმის ერთი საათით მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც კი საწარმოს სოლიდური ზიანი ადგება. მეწარმეები მიუთითებენ, რომ გაუმართაობის აღმოფხვრის უფლება და ექსკლუზიური წვდომა მარკირების დალუქულ აპარატთან მხოლოდ მარკირებისთვის შერჩეულ პირსა და მის წარმომადგენელს აქვთ.