მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასური, შესაძლოა, 2017 წელსაც მთავრობამ გადაიხდოს

57ab132dced81
თელარა გელანტია
10.08.16 15:32
1396
უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასური, შესაძლოა, 2017 წელსაც მთავრობამ გადაიხდოს. როგორც ფინანსთა მინისტრმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, შემოსავლების სამსახური მზადაა, მარკირების საფასურის გადახდა გააგრძელოს.

"წლის ბოლომდე ეს ასეა და ვაპირებთ მომავალშიც გავაგრძელოთ. ჩვენ ვაანალიზებთ რა ცვლილებებია ბაზარზე უალკოჰოლო სასმელების რეალიზაციის თვალსაზრისით. კომუნიკაცია გვაქვს უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებთან. ზოგიერთთან - შედარებით უფრო დაძაბული, მაგრამ მაინც ღია და მათთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ წარვუდგენთ მწარმოებლებს სტატისტიკას და დარწმუნებული ვარ, რომ აქაც ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მინდა გითხრათ, რომ ბიზნესი არავითარ შემთხვევაში არ დაზარალდება. ასევე, არც მოსახლეობას გაუძვირდება საქონელი. ამავე დროს, სახელმწიფო პროდუქციას მაქსიმალურად აღირცხავს", - განაცხადა ხადურმა.

"ბიზნესკონტრაქტის" კითხვას - "გადაიხდის თუ არა შემოსავლების სამსახური უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2017 წელსაც“, ხადურმა ასეთი პასუხი გასცა: "2017 წლამდე 4.5 თვეა დარჩენილი".

შეგახსენებთ, მთავრობა პრემიერ-მინისტრის დავალებით უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე დაკვირვებას ახორციელებს, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ნოდარ ხადური აცხადებს, სახელმწიფო მაქსიმალურად აღირცხავს პროდუქციას და ბაზრის ანალიზს კომპანიებსაც გააცნობს.