მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყლაპისა და ჩირის საწარმო სიღნაღში ახალი წლიდან ამოქმედდება

5bebed8735bb6
მაია ბიწაძე
14.11.18 13:39
4018
სიღნაღში, კერძოდ წნორში, ტყლაპისა და ჩირის დამამზადებელი საწარმოს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და ის ექსპლუატაციაში ახალი წლიდან შევა, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია "ბადაგის + " -ის დამფუძნებელმა, ვახტანგ ყაჯრიშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, საწარმოში საბოლოო ჯამში განხორციელებული ინვესტიცია მილიონი ლარს შეადგენს. პროექტი ნაწილობრივ სოფლის მეურნეობის სამინისტროს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში ფინანსდება.

"ჩირი და ტყლაპი ადგილობრივი ხილისგან დამზადდება, რასაც მოსახლეობისაგან და ფერმერებისგან საქართველოს მასშტაბით ჩავიბარებთ. საწარმოს სეზონზე დღეში 5 ტონა ხილის გადამუშავების შესაძლებლობა ექნება, თუმცა, საწყის ეტაპზე დღეში დაახლოებით 3 ტონა ხილს გადავამუშავებთ, მაქსიმალურ წარმადობას საწარმო ეტაპობრივად ხუთი წლის განმავლობაში მიაღწევს. ტყლაპი და ჩირი ყველა სახეობის ხილისგან დამზადდება, რაც საქართველოში მოდის, თავდაპირველად კი ვაშლის, მსხლის, ატმის, ქლიავის და ლეღვისგან", - განაცხადა ვახტანგ ყაჯრიშვილმა.

პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება და კილოგრამი სახეობების მიხედვით 10-დან 20 ლარამდე ეღირება. პროდუქტის ფასს ხილის ფასი განსაზღვრავს. სამომავლოდ, როდესაც საწარმო სრული დატვირთვით ამუშავდება, ქართულ ჩირებსა და ტყლაპს ექსპორტზეც გაიტანენ.