მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყიბულის რაიონში ქვის გადამმუშავებელი საწარმო აშენდება

59df69f01d96e
BM.GE
12.10.17 17:10
1071
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ტყიბულის რაიონში, სოფელ გელათში, ქვის გადამმუშავებელი საწარმო აშენდება, სადაც სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვის დამუშავება და მოჩუქურთმება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება. შპს „გაზკო“ წარმოების დასაწყებად და საწარმოს მოსაწყობად 353 200 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს. საწარმო წლიურად მინიმუმ 2 000 მ3 პროდუქციის წარმოებას შეძლებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ საწარმოს ასაშენებლად შპს „გაზკოს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა.