14.აპრილი.2016 13:12
ეკონომიკა

თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა

თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თხილის ექსპორტის, იმპორტის, ხარისხის და ეტიკეტირების საკითხებს დაარეგულირებს.
 
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდია.

"ქართული თხილის დიდი საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ჩვენ ამ პროდუქტის წარმოების პერსპექტივა გვაქვს. 2014-15 წლებში, ევროკავშირში ქართული თხილის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 184 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო მაჩვენებლის თითქმის 30% -ია. თხილის წარმოება აგრარული სექტორის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გახდა. სწორედ ამიტომ შემუშავდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი და სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თხილის რეგლამენტი აბსოლუტურ შესაბამისობაშია საერთაშორისო მარკეტინგულ სტანდარტებთან. რეგლამენტის შესაბამისად, მკაცრად გაკონტროლდება თხილის ხარისხი, რაც გულისხმობს ლაბორატორიულ შემოწმებას, ასევე შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების წესების დაცვის კონტროლს. თხილის შემოწმება-ინსპექტირებას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, თხილის რეგლამენტი ხელს შეუწყობს საქართველოში მეთხილეობის დარგის განვითარებას.



19.თებერვალი.2019 00:32
798

რამდენი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს Brexit-ის შედეგად? - ანალიტიკოსების გათვლები

ვრცლად
18.თებერვალი.2019 23:14
1447

კომპანია “ევექსი” სტომატოლოგიურ ბიზნესში შევიდა

ვრცლად
18.თებერვალი.2019 23:00
1054

"ანაკლიის პორტი საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტი გახდება"

ვრცლად
18.თებერვალი.2019 22:41
1802

ნიკოლოზ გამყრელიძე: “ცოტა ხანში მივიღებთ ორ „ევექსს”

ვრცლად
18.თებერვალი.2019 22:20
1050

GDI “თიბისი ბანკის“ საქმეზე: ხელისუფლებასთან ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს

ვრცლად
18.თებერვალი.2019 22:00
1060

ქუთაისში სამაგიდო თამაშების პირველი Game Club გაიხსნა

ვრცლად