მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის ექსპორტიორებს შემოდგომიდან HACCP-ის დანერგვა მოუწევთ

5b00114c101ee
სალომე მეცხვარიშვილი
19.05.18 16:30
835
თხილის ექსპორტიორებს პირველი სექტემბრიდან HACCP-ის დანერგვა მოუწევთ,- ცვლილებები „თხილის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შევიდა.

შესაბამისად, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას, ვალდებულია, დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

ამავე ცვლილებებით, ბიზნესოპერატორებს თხილის ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშების აღება სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის თანდასწრებით მოუწევთ.