მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ის ხელმძღვანელი: Bitcoin მსოფლიოს ერთიანი ვალუტა იქნება

5ab393fce12d6
ლევან თაღიაშვილი
22.03.18 15:23
1213
Twitter-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, The Times-თან საუბრისას განაცხადა, რომ მას ღრმად სწამს ბიტკოინის მომავლის და სჯერა, რომ ის აუცილებლად გახდება მსოფლიოს ერთიანი ვალუტა. ჯეკ დორსეიმ ასევე აღნიშნა, რომ ის ბიტკოინის ერთ-ერთი ინვესტორია და ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა მალე ამერიკულ დოლარს ჩაანაცვლებს და ამისთვის დაახლოებით 10 წელი იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის საბაზრო კაპიტალიზაცია Coinmarketcap-ის მონაცემებით, 148 მილიარდ დოლარს შეადგენს, მისი ფასი კი 8745 დოლარია.