მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა 200 000 გამომწერი დაკარგა

5b4b07a9c4775
ანუკა ჯოხაძე
15.07.18 18:00
673
Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა 200 000 გამომწერი დაკარგა. Twitter-მა ყალბი პროფილების გაუქმება დაიწყო, რამაც გარკვეული გამომწერებიც გააქრო სოციალური ქსელიდან. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი ამბობს, მან პირადად 200 000 გამომწერი დაკარგა. როგორც ის ამბობს, ყალბი პროფილების უმეტესობა მის გამომწერთა რაოდენობაში აღმოჩნდა. დორსის ვარაუდით თითოეული მომხმარებელი დაახლოებით 4 ან უფრო ნაკლებ გამომწერს დაკარგავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ამ საფრთხის წინაშე არ დგანან, იმ პროფილის ავტორები, რომლებიც სოციალურ ქსელს ყოველდღიურად და ყოვეთვიურად სტუმრობენ. ყალბი პროფილების გაუქმება მაისიდან დაიწყო. კომპანიის მენეჯმენტი ჯერ კიდევ მაშინ ვარაუდობდა , რომ ისინი მრავალ გამომწერს დაკარგავდნენ. თუმცა ეს გადაწყვეტილება მათთვის მაინც მისაღები აღმოჩნდა, რადგან ყალბი პროფილების რაოდენობა გახშირდა. ამ გადაწყვეტილებით კი Twitter-ის სოციალურ ქსელში მხოლოდ ნამდვილი პროფილების ავტორები დარჩებიან.