07.დეკემბერი.2018 14:30
ეკონომიკა, საზოგადოება

„თვითმმართველობა ძლიერია მაშინ, როდესაც ადგილზე არსებობს უნარი, გადაიჭრას მოქალაქეების პრობლემები“

„თვითმმართველობა ძლიერია მაშინ, როდესაც ადგილზე არსებობს უნარი, გადაიჭრას მოქალაქეების პრობლემები“
„თვითმმართველობა ძლიერია მაშინ, როდესაც ადგილზე არსებობს უნარი და შესაძლებლობა გადაიჭრას მოქალაქეების პრობლემები, როცა თვითმმართველობა ზრუნავს დასახლების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებასა და შემოსავლების ზრდაზე“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

„ის, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას, აისახება დეცენტრალიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. ამ მიმართულებით მუშაობა გადამწყვეტ ფაზაშია და პროცესში აქტიურად არიან ჩართული პარლამენტის, მთავრობის, თვითმმართველობების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის ცვლილების შედეგად, თვითმმართველობების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტად იზრდება, რაც გასულ წელთან შედარებით 13%-ით მეტია.

„ახალი ფორმულა უზრუნველყოფს დაფინანსების შემდგომ ზრდას ქვეყნის განვითარების პარალელურად. გარდა ამისა, მოხდება თვითმმართველობის საკუთარი შემოსულობების ზრდის ხელშეწყობა, საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა, რაც დაეხმარება მათ ადგილზე არსებული ქონება და რესურსები საკუთარი შემოსავლების გენერირებისთვის გამოიყენონ, გამარტივებული წესით შეძლონ საერთაშორისო გრანტების მიღება და განკარგვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პარლამენტში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი პანელის ფორმატით გაგრძელდა, რომელშიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი მონაწილეობს.
ავტორი: თელარა გელანტია



20.თებერვალი.2019 09:32
51

"უნიქარდმა" კომპანიებისთვის კლიენტთა ლოიალურობის ახალი პლატფორმა შექმნა

ვრცლად
19.თებერვალი.2019 22:10
1232

ევროკავშირის ელჩი: TBC ბანკი ქვეყნის სისტემური ბანკია… განვაგრძობთ მოვლენების დაკვირვებას

ვრცლად
19.თებერვალი.2019 22:02
1206

მაია ბითაძე: თბილისის გენგეგმა მარტის შუა რიცხვებში დამტკიცდება

ვრცლად
19.თებერვალი.2019 20:30
3711

Dentons - მივედით დასკვნამდე, რომ TBC-ის კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია

ვრცლად
19.თებერვალი.2019 20:20
338

10 ფაქტი სუბსიდირების პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ეფექტიანობის შესახებ

ვრცლად
19.თებერვალი.2019 20:00
322

„აწარმოე საქართველოში"-ს მიზანი ეკონომიკის ტოტალური სუბსიდირება არაა "

ვრცლად