07.დეკემბერი.2018 14:30
ეკონომიკა, საზოგადოება

„თვითმმართველობა ძლიერია მაშინ, როდესაც ადგილზე არსებობს უნარი, გადაიჭრას მოქალაქეების პრობლემები“

„თვითმმართველობა ძლიერია მაშინ, როდესაც ადგილზე არსებობს უნარი, გადაიჭრას მოქალაქეების პრობლემები“
„თვითმმართველობა ძლიერია მაშინ, როდესაც ადგილზე არსებობს უნარი და შესაძლებლობა გადაიჭრას მოქალაქეების პრობლემები, როცა თვითმმართველობა ზრუნავს დასახლების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებასა და შემოსავლების ზრდაზე“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

„ის, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას, აისახება დეცენტრალიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. ამ მიმართულებით მუშაობა გადამწყვეტ ფაზაშია და პროცესში აქტიურად არიან ჩართული პარლამენტის, მთავრობის, თვითმმართველობების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის ცვლილების შედეგად, თვითმმართველობების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტად იზრდება, რაც გასულ წელთან შედარებით 13%-ით მეტია.

„ახალი ფორმულა უზრუნველყოფს დაფინანსების შემდგომ ზრდას ქვეყნის განვითარების პარალელურად. გარდა ამისა, მოხდება თვითმმართველობის საკუთარი შემოსულობების ზრდის ხელშეწყობა, საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა, რაც დაეხმარება მათ ადგილზე არსებული ქონება და რესურსები საკუთარი შემოსავლების გენერირებისთვის გამოიყენონ, გამარტივებული წესით შეძლონ საერთაშორისო გრანტების მიღება და განკარგვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პარლამენტში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი პანელის ფორმატით გაგრძელდა, რომელშიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი მონაწილეობს.
ავტორი: თელარა გელანტია



20.თებერვალი.2019 13:13
51

საქართველოში UNDP-ის ხელმძღვანელი TBC-ის საქმეზე: ესაა გამოცდა სასამართლო სისტემისთვის

ვრცლად
20.თებერვალი.2019 13:12
42

„უწყებებში, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიზნესთან, უნდა დაინერგოს ან გაძლიერდეს მედიაცია“

ვრცლად
20.თებერვალი.2019 13:00
71

დისტრიბუტორთა ასოციაცია, თბილისში, მანქანების მოძრაობის გრაფიკის დადგენაზე თანახმაა

ვრცლად
20.თებერვალი.2019 12:56
87

მაია ცქიტიშვილი: ინფრასტრუქტურაზე თანხების ათვისების დინამიკა მზარდია

ვრცლად
20.თებერვალი.2019 12:42
150

მთავრობა რეგიონებში უშუქოდ დარჩენილთათვის მზის პანელების გადაცემას გეგმავს

ვრცლად
20.თებერვალი.2019 12:32
114

ნათია თურნავა ბაქოში „სამხრეთის გაზის კორიდორის" მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობს

ვრცლად