მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუშეთში ინტერნეტი პირველ აბონენტს ივლისის დასაწყიში ექნება

5952570bf40c2
სალომე მეცხვარიშვილი
27.06.17 17:00
1304
თუშეთში ინტერნეტი პირველ აბონენტს ივლისის დასაწყიში ექნება. ამის შესახებ "საქმის კურსს" მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ უჩა სეთურმა განუცხადა.

მისი თქმით, ამჟამად ქსელის ნაწილი კახეთიდან აბანოს უღელტეხილამდე მიყვანილია, მეორე ეტაპი კი ინტერნეტის ომალომდე მიყვანა იქნება.

უჩა სეთური ამბობს, რომ სექტემბრამდე თუშეთის უდიდესი ნაწილი ინტერნეტიზებული უნდა იყოს.

პროექტისთვის 40 ათასი დოლარია გამოყოფილი. მას მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია ახორციელებს. ამისთვის გრანტი ასოციაციას "ინტერნეტ საზოგადოებამ" გამოუყო.