მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუშეთის ინტერნეტიზაციის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის ვაუჩერები გაიცა

59b913b9a3eaa
BM.GE
13.09.17 15:16
832
თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში, სადაც თუშეთის განვითარების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია ISOC-ის მხარდაჭერით ინტერნეტი ამოქმედდა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პოტენციურ ბენეფიციარებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარა და მათ 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები გადასცა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება და მათი ტექნიკური აღჭურვა. „გვყავს 29 ბენეფიციარი, რომლებმაც მიიღეს 150 ლარის ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერები და დაფინანსება, რათა მათ მოახდინონ საკუთარ ბიზნესში ინტერნეტის ჩართულობა. მათ ასევე მიიღეს გარკვეული ცოდნა, რომ შეძლონ დაკავშირება საერთაშორისო ქსელებთან და მიიღონ დამატებითი ტურისტები ადგილობრივ სასტუმროებში“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

თუშეთში ამ ამ ეტაპისათვის უკვე დამონტაჟებულია 7 ანძა და მონიშნულია სატრანზიტო წერტილები: სოფელ რუისპირის ანძა, რომელთანაც მოყვანილია ოპტიკური ხაზი (კომპანია „ფრინეტი,“ კახეთი) და აბანოს უღელტეხილი, სადაც დამონტაჟებულია უფასო ინტერნეტის დაშვების წერტილი.