მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული სახანძრო თვითმფრინავი ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში რამდენიმე წუთში ჩაერთვება

599c5a755c6de
BM.GE
22.08.17 20:17
2985
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესში უკვე 5 ვერტმფრენი მონაწილეობს. ხანძრის ჩასაქრობად 1 აზერბაიჯანულ და 2 ქართულ ვერტმფრენთან ერთად, 2 თურქული ვერტმფრენიც ასრულებს საავიაციო სამუშაოებს. 
ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს, რომელშიც სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები შედიან.

"ამასთან, საქართველოში უკვე შემოვიდა დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან, რომელიც რამდენიმე წუთში ჩაერთვება ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში. 

ბელორუსიდან კი, მოფრინავს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტვირთამწეობის მქონე სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც 15 ტონიანი წყლის რეზერვუარით არის აღჭურვილი.


რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ძლიერია ტერიტორიის დაკვამლიანება, თუმცა ამ ეტაპზე, უშუალოდ საცხოვრებელი სახლების მიმართულებით არ არის ხანძრის გავრცელების საშიშროება. 


ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა რეკომენდაციები ასთმით, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავდებების მქონე პირებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ბავშვებისა და ორსულებისთვის, ასევე, მწეველებისა და მეხანძრეებისთვის. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს. 


სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და სპეციალური ტექნიკა, რომლებიც უზრუნველყოფენ ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილებას.


სტიქიის ადგილზე რჩება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგანგებო შტაბი 24 საათიან უწყვეტ რეშიმში აგრძელებს მუშაობას.

მთელ ტერიტორიაზე, სრული მობილიზაციის პირობებში, სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობენ მეხანძრე-მაშველები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და ტყის მცველები. ასევე, მუშაობას აგრძელებს მძიმე ტექნიკა",-ნათქვამია განცხადებაში.