16.მაისი.2018 16:25
მსოფლიო

თურქული ლირა უფასურდება

თურქული ლირა უფასურდება

თურქულმა ლირამ და აქციების ფასმა გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის გეგმავს მონეტარულ პოლიტიკას გაცილებით პასუხისმგებლიანად მოეკიდოს შემდეგ თვეში არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. ექსპერტების ვარაუდით ეს ნაბიჯი ეკონომიკურ გუნდთან მისმა შეხვედრამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც გამოითქვა ვარაუდი, რომ თურქეთის ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთს გაზრდიდა.

საპასუხო განცხადება თურქეთის ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა, რომელიც აპირებს გადადგას აუცილებელი ნაბიჯები თურქული ლირის დასტაბილურებისთვის. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის ეროვნული ბანკი მონიტორინგს უწევს ფასების არაჯანსაღ ცვლილებას ბაზარზე. "აუცილებლად გადაიდგმება საჭირო ნაბიჯები იმისათვის, რომ მოხდეს ზეგავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე". 

შეგახსენებთ, რომ აპრილში თურქეთში ინფლაციის დონემ დაახლოებით 10% შეადგინა. ამჯერად ლირას კურსი დოლარის მიმართ 4.5 ლირაა, რაც 0.2%-ით გაუფასურებული მაჩვენებელია. 

ავტორი: ლევან თაღიაშვილი



16.იანვარი.2019 23:00
121

პარიზი, ლონდონი - Fake ქალაქების "კოლექცია" ჩინეთში

ვრცლად
16.იანვარი.2019 22:23
129

2018 წელს ყველაზე ძვირადღირებული და შემოსავლიანი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო

ვრცლად
16.იანვარი.2019 21:50
37

ჩინეთის მთავრობა ეკონომიკური ვარდნის შესაჩერებლად მცირე ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებას გეგმავს

ვრცლად
16.იანვარი.2019 21:10
140

ჰიპერინფლაციის 8 ისტორია

ვრცლად
16.იანვარი.2019 15:00
145

როგორ გამდიდრდნენ ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ?

ვრცლად
16.იანვარი.2019 01:13
275

პარლამენტმა Brexit-ზე ტერეზა მეის პროექტი ჩააგდო

ვრცლად