მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქულ კომპანიას ერთი სახელმძღვანელოს ბეჭდვა 4 ლარამდე უჯდება

5b506c70ede81
მეგი კავთუაშვილი
19.07.18 15:00
674
თურქულ კომპანიას, რომელიც ქართული სახელმძღვანელოების ბეჭდვის ტენდერში მონაწილეობს ერთი წიგნის ბეჭდვა ყველაზე ძვირი 4 ლარი უჯდება. „ihlas gazetecilik anonim şirketi“ -მ სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფასთა ცხრილი წარმოადგინა, რომლითაც თითოეული სახელმძღვანელოს ღირებულება აქვს გათვლილი. ცხრილის მიხედვით, ყველაზე ძვირი წიგნი 4.04 ლარი ჯდება, ხოლო ყველაზე იაფი - 1.6 ლარი.

გაიმარჯვებს თუ არა თურქული კომპანია ქართული სახელმძღვანელოების ტენდერში უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. კომპანიას პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე 1 763 000 ლარით ნაკლები ფასი აქვს დაფიქსირებული.