მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქმენეთი შავი ზღვისპირეთში ლოგისტიკური ცენტრის პროექტის განხორციელებით არის დაინტერესებული

56a8a6da36b19
BM.GE
27.01.16 15:12
1277
თურქმენეთი შავი ზღვისპირეთში ლოგისტიკური ცენტრის პროექტის განხორციელებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრ ბაიარ აბაევის შეხვედრაზე აღინიშნა.
 
ამ საკითხზე მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მიმდინარეობს.

ასევე, თურქმენეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის გაზრდას გეგმავს.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასა და ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებსაც შეეხო.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და “საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე დაესწრნენ.