26.თებერვალი.2016 19:12
ეკონომიკა

თურქი ინვესტორები სქართველოს საინვესტიციო პროექტებს გაეცნენ

თურქი ინვესტორები სქართველოს საინვესტიციო პროექტებს გაეცნენ
საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთში სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს ტურიზმის სექტორში მომუშავე თურქეთის წამყვანი ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრებზე საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა.
 
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოწვეული კომპანიების ნაწილი საქართველოში უკვე საქმიანობს, თუმცა, ბიზნესის გაფართოებას გეგმავს, ნაწილისთვის კი საქართველოს ბაზარი ძალიან მიმზიდველია ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გამო - ისინი პროექტების განხორციელებას საქართველოს ტერიტორიაზე როგორც უძრავი ქონების სფეროში, ასევე სხვა სექტორებში გეგმავენ.

შეხვედრებზე თურქული კომპანიების წარმომადგენლებმა მოისმინეს ვრცელი პრეზენტაცია ტურისტული ინდუსტრიისა და უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ საერთაშორისო ინვესტორთა ინტერესი საქართველოს უძრავი ქონების სექტორის მიმართ დიდია, განსაკუთრებით სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით. პრეზენტაციის გარდა, თურქული ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნენ რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო პროექტს, მათ შორის, წყალტუბოსა და გონიოში.

"ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი ძირითადი მოვალეობაა. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შევხდით არაერთ ინვესტორ კომპანიას, რომლებიც სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით საქმიანობენ და თურქეთში საკმაოდ დიდ პორტფელს ფლობენ. ჩვენ მათ გავაცანით კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობები და შევთანხდით, რომ მათზე საუბარი საქართველოში გაგრძელდება", – განაცხადა საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან დაასახელა რამდენიმე წამყვანი კომპანია, მათ შორის, "ლიმაქ ჰოლდინგი", რომლებიც გეგმავენ, უკვე უახლოეს დღეებში ეწვიონ საქართველოს საინვესტიციო პროექტებზე სასაუბროდ. „შედეგად, ჩვენ გვინდა მივიღოთ საქართველოში განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და შემოვიდეს მეტი ტურისტი ქვეყანაში“, – განაცხადა საქართველოს ვიცე–პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქული კომპანიები კონკრეტული საინვესტიციო წინადადებების განსახილველად საქართველოში მოიწვია.



19.თებერვალი.2019 10:56
100

EIB საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 250 მლნ ევროს გამოყოფს

ვრცლად
19.თებერვალი.2019 10:05
241

WiFisher მეზობელ ქვეყნებში უფასო WiFi-ს Duty Free ზონებში დააყენებს

ვრცლად
19.თებერვალი.2019 09:31
289

„ადგილობრივად წარმოებული ცემენტის 29 სახეობიდან ევროპული სტანდარტი 15-მა პროდუქტმა დააკმაყოფილა“

ვრცლად
19.თებერვალი.2019 00:32
1093

რამდენი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს Brexit-ის შედეგად? - ანალიტიკოსების გათვლები

ვრცლად
18.თებერვალი.2019 23:14
1735

კომპანია “ევექსი” სტომატოლოგიურ ბიზნესში შევიდა

ვრცლად
18.თებერვალი.2019 23:00
1345

"ანაკლიის პორტი საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტი გახდება"

ვრცლად