მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი მაგისტრალის რეაბილიტაციაზე 4,7 მლნ ლარამდე დაიხარჯება

5c456ec26932e
თამუნა დემეტრაშვილი
21.01.19 11:01
625
თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი მაგისტრალის რეაბილიტაციაზე 4,7 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2 ლოტად გამოაცხადა.

ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) მიმართულებაზე, ერთი ტენდერი 1,4 მილიონი ლარის ღირებულებისაა, მეორე კი - 3,3 მილიონის.

ჯამში, ამ ფულით 3 კილომეტრამდე გზა უნდა შეკეთდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 26 და 27 თებერვლამდე შეეძლებათ.