18.აპრილი.2017 17:37
მსოფლიო

თურქეთის რეფერენდუმის შემდეგ ინვესტორები ცვლილებებს ელოდებიან - "ერდოღანმა ახლა ინვესტორები უნდა გადაიბიროს"

თურქეთის რეფერენდუმის შემდეგ ინვესტორები ცვლილებებს ელოდებიან - "ერდოღანმა ახლა ინვესტორები უნდა გადაიბიროს"
"თურქეთის პრეზიდენტმა ახლა ინვესტორები უნდა გადაიბიროს" - ამ სათაურით სტატიას CNN Money აქვეყნებს. მას შემდეგ, რაც თურქეთში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მიხედვითაც თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბდება, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მოუწევს, მოსახლეობის შემდეგ ინვესტორებიც დაარწმუნოს.

როგორც Commerzbank-ის ხელძღვანელმა განაცხადა, ისინი ბაზარზე ცვლილებებს ელოდებიან, განსაკუთრებით იმ ადამიანების გამო, რომლებმაც რეფერენდუმში ხელისუფლების ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.

Societe Generale-ის წარმომადგენლის თქმით კი, ისინი დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს ხელისუფლება ცვლილებების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები შედის, რის შემდეგაც ქვეყანა სრულად საპრეზიდენტო მმართველობაზე გადადის. პრეზიდენტს უფლება ენიჭება გამოსცეს განკარგულებები, რომლებსაც კანონის ძალა ენიჭებათ.
23.თებერვალი.2018 20:00
1461

მამუკა ხაზარაძე არაკვალიფიციურ კადრებზე - ეს სამწუხარო რეალობაა

ვრცლად
23.თებერვალი.2018 19:02
67

რას გულისხმობს საგადასახადო ცვლილებები - კანონპროექტის დეტალები

ვრცლად
23.თებერვალი.2018 18:12
298

საჯარო რეესტრი და შემოსავლების სამსახური ბიზნესის დაწყების მსურველებს ახალ სერვისს სთავაზობენ

ვრცლად
23.თებერვალი.2018 17:33
51

500 კილოგრამზე მეტი საეჭვო წარმომავლობის ხორცი განადგურდება

ვრცლად
23.თებერვალი.2018 17:14
269

საპენსიო რეფორმის RIA: სისტემამ, შესაძლოა, არაფორმალური სექტორის ზრდა გამოიწვიოს

ვრცლად
23.თებერვალი.2018 16:57
486

აშშ-ში ექსპორტირებული ტოპ-5 ქართული საქონელი

ვრცლად