18.იანვარი.2016 11:21
მსოფლიო

თურქეთი წელს რუსეთიდან 4,5 მილიონ ტურისტს დაკარგავს

თურქეთი წელს რუსეთიდან 4,5 მილიონ ტურისტს დაკარგავს
თურქეთი წელს რუსეთიდან 4,5 მილიონ ტურისტს დაკარგავს. ამის შესახებ, თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, მაჰირ უნალი აცხადებს. ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის იანვრიდან ნოემბრამდე თურქეთს 3,6 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18 პროცენტით ნაკლებია. საერთო ჯამში თურქეთში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 1.4 პროცენტით შემცირდა. თუმცა, როგორც მინისტრი მაჰირ უნალი ამბობს, მას იმედი აქვს, რომ ანტალიაში აპრილიდან ოქტომბრამდე დაგეგმილი გამოფენა „ექსპო“ საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვს გაზრდის, რაც რუსი ტურისტების ერთგვარი კომპენსირება იქნება. მისივე განცხადებით, ანკარა მზადაა ევროპული ტუროპერატორების და ავიაკომპანიების მუშაობას მაქსიმალურად ხელი შეუწყოს იმისათვის, რომ უფრო მეტი ტურისტი მიიზიდოს ქვეყანამ.

თურქეთში რუსი ტურისტების რიცხვი მას შემდეგ შემცირდა, რაც მოსკოვმა ანკარას ეკონომიკური სანქციები დაუწესა. კერძოდ, რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის მიმართულებით საგზურების გაყიდვა გასული წლის ნოემბრის შემდეგ შეწყვიტეს. ამის მიზეზი კი თურქეთის მიერ რუსული სამხედრო ბომბდამშენის ჩამოდგება გახდა. ოფიციალური ანკარას განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია, რასაც მოსკოვში კატეგორიულად უარყოფენ. მომხდარის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა.



16.ივლისი.2018 13:49
62

დონალდ ტრამპის შემოსავლები მცირდება

ვრცლად
15.ივლისი.2018 18:00
106

Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა 200 000 გამომწერი დაკარგა

ვრცლად
15.ივლისი.2018 12:36
244

კოსმოსში გაფრენას ჯეფ ბეზოსი 200 000 დოლარად გვთავაზობს

ვრცლად
15.ივლისი.2018 10:43
648

ქალაქები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია

ვრცლად
13.ივლისი.2018 20:02
349

Apple განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის 300 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

ვრცლად
13.ივლისი.2018 20:00
659

Johnson&Johnson-მა კიდევ ერთი სასამართლო დავა წააგო

ვრცლად