მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი სავაჭრო პარტნიორებთან ვაჭრობას ადგილობრივ ვალუტაში გეგმავს

5b6ff50dc1430
BM.GE
12.08.18 18:00
835
თურქეთი სავაჭრო პარტნიორებთან ვაჭრობას ადგილობრივ ვალუტაში გეგმავს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ამ ქვეყნების სიაში, შესაძლოა, მოხვდნენ ჩინეთი, რუსეთი და უკრაინა.

ამასთან, ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი მზადაა მსგავსი შეთავაზება ევროპის ქვეყნებსაც გაუკეთოს.

თურქულმა ლირამ მიმდინარე კვირაში დოლარის მიმართ საკუთარი ღირებულების 12% დაკარგა, რაც 2001 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია. წლის დასაწყისიდან კი ლირა 35%-ზე მეტად გაუფასურდა. მიზეზად ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება სახელდება, რომლის მიხედვითაც, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს გადახედოს თურქული პროდუქციის ამერიკის ბაზარზე საბაჟო ნებართვის გარეშე შეტანის საკითხს. ამ გადაწყვეტილებამ თურქული ექსპორტი, შესაძლოა, 1.7 მილიარდი დოლარით აზარალოს. თავის მხრივ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება თურქეთისთვის საპასუხო გამოდგა, რადგან გასულ კვირას ოფიციალურმა ანკარამ ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფები გაზარდა. ტარიფების გაზრდას კი წინ ალუმინსა და ფოლადის იმპორტზე ტრამპის მიერ გაზრდილი გადასახადები უძღვოდა.