მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გამდიდრდა Marriott ?

BM.GE
28.03.21 12:11
584
“მარიოტ ინტერნეიშენალი“ - ყველაზე მაღალშემოსავლიანი სასტუმროების ქსელია მსოფლიოში, რომელმაც 2019 წელს შემოსავალების სახით, 21 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. კომპანიის აქტივები 25 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 32 მილიარდი დოლარი. კორონავირუსის პანდემიამდე, კაპიტალიზაცია 50 მილიარდი დოლარი იყო. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 174 ათასი ადამიანი. ხოლო ეს გამდიდრების ისტორია ზუსტად
1927 წელს დაიწყო და სათავეში 27 წლის ამერიკელი ბიზნესმენი, ჯონ ვილარდ მარიოტი ჩაუდგა. ჯერ იყო პატარა ლუდის ბარი, შემდეგ რესტორნების ქსელი, ხოლო 1957 წელს როდესაც გახსნეს პირველი სასტუმრო, მას შემდეგ ყოველწლიურად ხსნიან და ყიდულობენ ახალ ბრენდებს, იზრდებიან, ვითარდებიან და ფართოვდებიან.