მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, სავარაუდოდ, ფრანგი ბიზნესმენი ჟან ფრედერიკ პოლსენი ინიშნება

5993e45e4eb50
BM.GE
16.08.17 10:12
18425
"საქმის კურსის" ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, სავარაუდოდ, ფრანგი ბიზნესმენი ჟან ფრედერიკ პოლსენი ინიშნება.

პოლსენი გიორგი ჩოგოვაძეს ჩაანაცვლებს, რომელმაც, დაუდასტურებელი ინფორმაციით თანამდებობა დატოვა. ჩოგოვაძის მიერ თანამდებობის დატოვებას ჯერჯერობით არც ტურიზმის ადმინისტრაციაში და არც ეკონომიკის სამინისტროში არ ადასტურებენ.

ჟან ფრედერიკ პოლსენი "შატო მუხრანის" ერთ-ერთი მთავარი აქციონერია. ის ასევე ფლობს კომპანია „ველინგტონს“, რომელიც ჩიფსს - "ფრიქსი" აწარმოებს. პოლსენი ISET-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც არის.

გიორგი ჩოგოვაძე კი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას 2014 წლის ნოემბრიდან იკავებს. მანამდე ის თბილისის მერიაში ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2012–2014 შპს "ცენტრალ თრეველის" (Lufthansa City Center Central Travel) გენერალური მენეჯერი იყო.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ ტოვებს ჩოგოვაძე თანამდებობას. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება Gem Fest-ს უკავშირდება, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციამ 1 900 000 ლარით დააფინანსა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ აღნიშნა, ერთთვიანი მუსიკალური ღონისძიება კომერციულად მომგებიანი არ აღმოჩნდა.