მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაცია ზამთრის სეზონის რეკლამირებას იწყებს

5ba4badf80f92
BM.GE
21.09.18 14:00
537
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის ტურისტული სეზონისთვის სარეკლამო კამპანიას იწყებს. სლოვაკურ კომპანია Aimbulance Europe-სთან ადმინისტრაციამ გამარტივებული შესყიდვის გზით, სარეკლამო მომსახურებაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

აღნიშნული მომსახურება ბიუჯეტს 1 მილიონ 664 ათასი ლარი დაუჯდება. ხელშეკრულების ფარგლებში, სლოვაკური კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ სარეკლამო რგოლები, პოლონულ ტელეარხ POLSAT-ის ეთერში განათავსოს.