მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაცია Facebook-ზე რეკლამისთვის 400 ათას ლარს დახარჯავს

5c45de365803e
თამუნა დემეტრაშვილი
21.01.19 21:39
686
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Facebook-ზე განთავსებული პოსტების რეკლამირებისთვის, მიმდინარე წლის ბოლომდე 400 ათას ლარს დახარჯავს.

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულება ექსკლუზიურად სწორედ ამ სოციალურ ქსელთან გაფორმდება.

ტურიზმის ადმინისტრაციამ Facebook-ი მისი მაღალი პოპულარობის გამო შეარჩია.

„Facebook-ი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო სოციალური პლატფორმა; 2018 წლის სტატისტიკური მონაცემებით, აღნიშნულ პლატფორმას ჰყავს 2,27 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ყოველთვიურად და სხვა ქსელებთან შედარებით ხასიათდება განსაკუთრებული აქტივობით. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე - „Facebook-ის, აღნიშნული მომსახურება მოცემული შესყიდვის მიზნებისთვის მის გამოყენებას უალტერნატივოს ხდის“, - მიიჩნევენ ადმინისტრაციაში.

ხელშეკრულება 2019 წლის 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.