მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაცია 22 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

5c0e886294a47
თამუნა დემეტრაშვილი
10.12.18 21:00
820
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 22 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს.

თანხები, მომავალი წლის იანვარიდან დეკემბრის ჩათვლით, უწყების მიერ საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიმართულებით გასამართ ღონისძიებებზე უნდა დაიხარჯოს.

აღნიშნული ფულიდან 1,2 მილიონამდე სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებებზე საპრეზენტაციო სტენდებს უნდა მოხმარდეს, 200 ათას ლარამდე - ფოტო გადაღებებს, 80 ათასი - საპრომოციო მასალაების ბეჭდვას, 20 ათასი - სასაჩუქრედ ქართული ღვინის შესყიდვას, 315 ათასი - სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს შესახებ როუდ შოუებისა და პრეზენტაციების ორგანიზებას, 2 მილიონ 280 ათასი - სარეკლამო ვიდეორგოლების დამზადებასა და მათ განთავსებას უცხოურ არხებზე, 295 ათასი სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებში დაიხარჯება, 500 ათასი კი - სოციალურ მედიაზე;

ყველაზე მეტი - 16 მილიონ 508 ათასი მიზნობრივ ქვეყნებში სარეკლამო კაპანიის წარმოებაში უნდა დაიხარჯოს, ესენია: რუსეთი, "სპარსეთის ყურის ქვეყნები”, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები, ისრაელი, უკრაინა, იტალია, პოლონეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქეთი, ბალტიის პირეთის ქვეყნები და ა.შ.

თანხები გაწერილია ასევე ლიცენზიების შეძენასა და სატრენინგო მომსახურებაზე.