11.იანვარი.2016 10:33
საზოგადოება

ტურისტული ბიზნესი სამთო კურორტებზე "სკი პატრულის" ამოქმედბას და ალკოჰოლით ვაჭრობის შეზღუდვას ითხოვს

ტურისტული ბიზნესი სამთო კურორტებზე "სკი პატრულის" ამოქმედბას და ალკოჰოლით ვაჭრობის შეზღუდვას ითხოვს
ტურისტული ბიზნესი სამთო კურორტებზე Ski პატრულის ამოქმედების ინიციატივით გამოდის. ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დირექტორი საბა კიკნაძე „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დღეს სამთო კურორტებზე რეგულირება არ ხდება, Ski პატრული კი მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია. საბა კიკნაძე განმარტავს, რომ სათხილამურო კურორტებზე უნდა აიკრძალოს თოვლის სკუტერებით და სხვა თოვლზემავალი მოტორიზებული საშუალებებით ტრასებზე მოძრაობა. ასევე უნდა დადგინდეს სპეციალური ზონები სკუტერებისა და თოვლზემავალი მოტორიზებული საშუალებებით გასეირნების მსურველთათვის.
 
„მკაცრად უნდა გაკონტროლდეს არასულწლოვან პირებზე ალკოჰოლური საშუალებების გაყიდვის ფაქტები სათხილამურო ტრასებზე მდებარე ობიექტებში და მთელს კურორტზე. უნდა აიკრძალოს სათხილამურო ტრასებთან მიმდებარე კვების ობიექტებს გარეთ ალკოლჰოლით ვაჭრობა. ნასვამ პირებს უნდა აეკრძალოთ სათხილამურო ტრასებზე გასვლა და მოხდეს მათი გაყვანა ტრასებიდან, დაჯარიმება თუ მათ მიმართ სხვა სამართლებლივი აქტის გატარება.

ყოველივე ამის განსახორციელებლად აუცილებელია შეიქმნას სამართალდამცავთა სპეციალური რაზმები "სკი პატრული”, რომლებიც შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით განახორციელებენ მართლწესრიგის კონტროლს.

რადგან ეს სეზონური საკითხია, სავსებით შესაძლებელია და მისასალმებელი იქნება, რომ ამგვარი პატრულები დაკომპლექტდნენ საპატრულო პოლიციის კადრებიდან. ეს გაცილებით გაზრდის მათ კომპეტენციას და ეფექტურობას. სამთო საკურორტო ადგილებში ზამთრის სეზონზე მართლწესრიგის დაცვა პირველ რიგში სათხილამურო ტრასებიდან უნდა იწყებოდეს, რადგან სწორედ აქ არის ვიზიტორთა ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილი.

"სკი პატრული" აღჭურვილი უნდა იყოს ყველა ტექნიკური საშუალებით რათა შეასრულოს ეს მოვალეობა. მათ შორის თოვლმავალი სკუტერებით, კავშიგაბმულობის საშუალებებით, ტრასების ვიდეო კონტროლის ოთახით, ალკოტესტებით და ნებისმიერი საშუალებით რომელიც შეიძლება საჭირო აღმოჩნდეს მოვალების შესასრულებლად“, - განმარტავს საბა კიკნაძე.



25.მაისი.2018 17:44
20

"არემჯის" მხადაჭერით ანსამბლი „მართვე“ სოლო კონცერტს გამართავს

ვრცლად
25.მაისი.2018 14:43
21

თიბისი ბანკი გამოფენას - „100 წელი საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან“ უმასპინძლებს

ვრცლად
25.მაისი.2018 14:39
22

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით იტალიური ხელოვნების გამოფენები გაიხსნა

ვრცლად
25.მაისი.2018 14:20
225

"სექტემბერში თბილისს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ექნება"

ვრცლად
25.მაისი.2018 14:00
61

მერიის დაფინანსებით პროფესიულ განათლებას 700 სტუდენტი იღებს

ვრცლად
25.მაისი.2018 12:00
90

გარემოს დაცვის კომიტეტი თბილისში ჰაერის დაბინძურებას გამოიკვლევს

ვრცლად