მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტები საქართველოში მოსანახულებელ ლოკაციებს ვირტუალურად შეარჩევენ

5b2e3da824174
ანუკა ჯოხაძე
23.06.18 18:44
1824
კომპანია VRex საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ტურისტული მომსახურების ცენტრებში ვირტუალური რეალობის მოწყობილობას დაამონტაჟებს, რომელიც ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, საქართველოს ტურისტული ადგილები მის მონახულებამდე ვირტუალურად ნახონ, შეიქმნან შთაბეჭდილება და ამის შემდეგ გადაწყვიტონ ამა თუ იმ ლოკაციაზე წასვლა. 

როგორც VRex-ის დამფუძნებელი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეთახმება უკვე მიღწეულია, შესაბამისად, საპილოტე რეჟიმში ტურისტული მომსახურების ცენტრებში მალე გამოჩნდება მათი პროდუქტი, ხოლო წლის ბოლომდე ტურისტებს ვირტუალური რეალობის მეშვეობით საქართველოს დათვალიერება მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ.

“ვაკეთებთ ვირტუალური რეალობის პლატფორმას ტურისტული ინდუსტრიისთვის. გვაქვს ტურისტული ადგილები გადაღებული 360-360 გრადუსიანი ფორმატით, ასევე გვაქვს შექმნილი სპეციალური პლატფორმული პროგრამული უზრუნველყოფა იმისთვის რომ ეს ყველაფერი ინტერაქტიულად ვაჩვენოთ ტურისტებს. მოწყობილობა, რომელიც გავს ტურისტულ ჩანთას, შესაძლობას იძლევა წავიღოთ ნებისმიერ გამოფენაზე და ხუთ წუთში გარდაქმნა ვირტუალური რეალობის სტენდად. ჩანთას იყენებს საქართველოს მთავრობის რამდენიმე სააგენტო, იმისთვის რომ ქვეყნის პოპულარიზაცია მოახდინოს ვირტუალური რეალობის მეშვეობით. ასევე, ჩვენ გავქვს გაკეთებული ვირტუალური რეალობის სტენდი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, რომელიც დგას ღვინის სააგენტოში. ჩვენს სტენდს შეხვდებით უფლისციხეშიც, რომელიც მორგებულია შშმ პირებზე. წელს უკვე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ჩვენი პროდუქტი განთავსდება ტურიზმის მომსახურების ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით და მას შემდეგ რაც ამ სტენდებს დავაყენებთ, ნებისმიერ ტურისტს, ვინც შევა ტურისტულ ცენტრებში, შეეძლება ვირტუალური რეალობის მეშვეობით ამა თუ იმ ადგილის დათვალიერება”-აცხადებს კომპანია VRex Immersive Inc-ის დირექტორი ნიკოლოზ გოგოჭური.

კომპანიამ 100-ათას ლარიანი დაფინანსება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამიდან მოიპოვა.