მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა OPEC-ს ნავთობის ფასის შემცირებისკენ მოუწოდა

5ba4ae9628f67
BM.GE
21.09.18 12:40
596
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (ოპეკი) "ახლავე" შეამცირონ ნავთობის ფასი.

"ჩვენ ვიცავთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, ისინი ვერ შეძლებენ დიდი ხანი იყვნენ უსაფრთხო ჩვენს გარეშე, და მიუხედავად ამისა, ისინი მაინც აგრძელებენ ნავთობის ფასის გაზრდის მცდელობას", - დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა თავის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე.

აღსანიშნავია ასევე, რომ ტრამპმა კარტელს "მონოპოლია" უწოდა.

OILNewS