მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა კედლის ასაშენებლად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

5c67e2d4997cd
BM.GE
16.02.19 14:14
5831

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე გამყოფი კედლის ასაშენებლად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შედეგად, მას გაუჩნდა სრული ავტონომია $8 მილიარდით დააფინანსოს კედლის პროექტი.

“კედლის აშენება უფრო გრძელვადიან პერიოდშიც შემეძლო, არ იყო აუცილებელი რომ მე ეს გამეკეთებინა, თუმცა მირჩევნია ეს გაცილებით სწრაფად გავაკეთო,”- ტრამპის ამ სიტყვებმა კრიტიკა დაიმსახურა, რადგანაც როგორც წესი, საგანგებო მდგომარეობა ცხადდება მაშინ, როდესაც ამის გადაუდებელი აუცილებლობაა, აღნიშნულ შემთხვევაში კი თავად პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

შეშფოთებას გამოთქვამენ დემოკრატები. მათი შეფასებით, საარჩევნო დაპირების შესასრულებლად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საგანგაშო პრეცედენტს წარმოადგენს.

თავად ტრამპი კი ამბობს, რომ 1976 წელს მიღებული აქტი, რომელიც პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის უფლების გამოყენებას უსაზღვრავს, მსგავსი მიზნისთვის მის დაწესებას არ ზღუდავს. ამავდროულად, ტრამპი ამბობს, რომ მისმა წინამორბედებმა საგანგებო მდგომარეობა "გაცილებით უფრო უმნიშვნელო საკითხებისთვისაც კი გამოაცხადეს".

ფედერალური მთავრობის დახურვის მიუხედევად, ტრამპმა კედლის აშენებისთვის დაფინანსების მიღებას ვერ მიაღწია. დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მიღწეული კონსენსუსის მიხედვით, პროექტზე მხოლოდ 1.4 მილიარდი დოლარი გამოიყოფოდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სწორედ საბიუჯეტო პროცესის გვერდის ავლას ისახავს მიზნად.