მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი: NATO-ს ქვეყნებმა თავდაცვაზე მშპ-ს 4% უნდა დახარჯონ

5b476ce71d752
ლევან თაღიაშვილი
13.07.18 10:00
629

დონალდ ტრამპმა ბრიუსელში, NATO-ს სამიტზე ყოფნისას განაცხადა, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4% უნდა დახარჯონ. აქამდე არსებული სტანდარტებით NATO-ს ქვეყნების მიზანი მშპ-ს 2%-ის დახარჯვა იყო, თუმცა მხოლოდ 5 ქვეყანას ჰქონდა ეს მიზანი შესრულებული, ესენია: აშშ (3.5%), საბერძნეთი (2.27%), ესტონეთი (2.14%), დიდი ბრიტანეთი (2.1%) და ლატვია (2%).

მას შემდეგ რაც ამერიკის პრეზიდენტმა შეხვედრა დატოვა, თეთრის სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერსმა დაადასტურა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ ამ ინიციატივით გამოდის და ქვეყნებს მომავალში შესაძლოა მიზნობრივი ხარჯების გაორმაგება მოუხდეთ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში თავდაცვის ხარჯებით ამერიკა პირველ ადგილზეა და 2017 წელს ქვეყანამ $600 მილიარდზე მეტი დახარჯა ამ სფეროში.