მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი კიმ ჩენ ინს თებერვლის ბოლოს შეხვდება

5c42e85e5233c
BM.GE
19.01.19 12:57
1241

დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის მშრომელთა პარტიის თავმჯდომარის კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა თებერვალში გაიმართება. ახალი სამიტის ორგანიზების შესახებ დონალდ ტრამპის პრეს სპიკერმა სარა სანდერსმა განაცხადა. 

გუშინ თეთრ სახლში ტრამპი კორეის მუშათა პარტიის ვიცე-პრეზიდენტს კიმ იონ ჩხოლს შეხვდა. Washington Post-ის ინფორმაციით, ახალი სამიტი შესაძლოა ვიეტნამში, დანანგში გაიმართოს. 

ვიზიტის დაანონსებამდე რამდენიმე დღით ადრე, კიმ ჩენ ინი საკუთარი ჯავშნოსანი მატარებლით ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც სი ძინ პინს შეხვდა. 

დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის პირველი შეხვედრა 2018 წლის 2 ივლისს სინგაპურში შედგა. შეხვედრის შედეგად მხარეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც ოფიციალურმა ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისთვის საჭირო ნაბიჯების განხორციელების მზაობა დააფიქსირა.