მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ჩინეთს ვალუტით მანიპულირებაში სდებს ბრალს

5b7c0dffa0dfb
BM.GE
21.08.18 18:00
686
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს კვლავ ვალუტით მანიპულირებაში სდებს ბრალს. გარდა ამისა, ტრამპი აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სისტემასაც აკრიტიკებს საპროცენტო განაკვეთების გაზრდის გამო.

Reuters ინფორმაციით, „სავაჭრო ომის“ თემაზე ჩინეთისა და ამერიკის წარმომადგენლები მიმდინარე კვირაში მოლაპარაკებებს გამართავენ, თუმცა ტრამპი ამბობს, რომ „შეხვედრიდან განსაკუთრებულს არაფერს ელის“. გამოცემა ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ ორ ქვეყანას შორის „სავაჭრო ომი“, შესაძლოა, „სავალუტო ომშიც“ გადაიზარდოს.

„ვთვლი, რომ ამის გამო, ჩინეთი საკუთარი ვალუტით მანიპულირებს“, - ამბობს დონალდ ტრამპი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ჩინეთს ეროვნული ვალუტით მანიპულირებაში სდებს ბრალს, მსგავს განცხადებებს ის საარჩევნო კამპანიის დროსაც აკეთებდა.