მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე რიჟვაძე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეა

5b535fd05688f
BM.GE
21.07.18 20:27
1273
ტურიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა, განათლება, ბუნებრივი რესურსების მართვა და მწვანე ინდუსტრიები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე პრიორიტეტებს იმეორებს და სწორედ მათზე აპირებს აქცენტირებას მთავრობის ხელმძღანელის პოზიციაზე, რაზეც რამდენიმე საათის წინ ხმათა უმრავლესობით (14 ხმა) მიიღო ლეგიტიმაცია.

BMG ადრეც წერდა, რომ თორნიკე რიჟვაძე უალტერნატივო კანდიდატურა გახლდათ, ვიდრე ოპოზიციური პარტიები არმაზ ახვლედიანის სახით ერთიან კანდიდატზე არ ჩამოყალიბდებოდნენ. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, წარადგინა სწორედ თორნიკე რიჟვაძეს კანდიდატურა, რომელიც პოლიტიკური პარტია “ქართული იცნება”-ს რჩეულია ამ პოსტზე.

შეგახსენებთ თორნიკე რიჟვაძეს ბიოგრაფიასაც, იგი 29 წლის გახლავთ. თორნიკე რიჟვაძე დღემდე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად მუშაობდა. ასევე იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორად კი 2017 წლის 26 დეკემბერს დაინიშნა.
2014 - 2016 წლებში თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი იყო საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში. თორნიკე რიჟვაძეს განათლება საქართველოსა და აშშ-ის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული, არის ლონდონის "სიტის" უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი.

2013 - 2017 წლებში იგი „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ჯერ იურიდიული მრჩეველი, შემდეგ კი კომპანიის დირექტორი იყო.

2012 - 2013 წლებში ლონდონში იყო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივინგის პროგრამის სტიპენდიანტი, შემდეგ კი სამართლის მაგისტრი საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მიმართულებით. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.