მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე აბულაძე: ძველ თბილისში ეკონომიკა უნდა შევუშვათ

5976e5f51464f
დავით ჯალაღონია
25.07.17 10:31
1857
სამშენებლო კომპანია "არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე მიიჩნევს, რომ ავარიული სახლების პრობლემა დედაქალაქის გარეუბნებში უფრო მწვავედ დგას, ვიდრე ძველ თბილისში. ამის შესახებ აბულაძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა.

"ბევად უფრო დიდი პრობლემაა ის თექვსმეტსართულიანი ავარიული სახლები, რომელიც თუნდაც ვარკეთილსა და ვაზისუბანშია. იმის გამო, რომ ეს ფუნდამენტურად მაღალი სახლებია, მათი ჩამოშლა ძალიან მასიურ კატასტროფამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა აბულაძემ.

რაც შეეხება ძველი თბილისის განვითარებას, დეველოპერის აზრით, აქ ეკონომიკურად მომგებიანი პროექტების განხორციელებაა საჭირო, ვიდრე ავარიული სახლების ჩანაცვლება.

"არ მგონია, რომ აპელირება უნდა გავაკეთოთ ავარიულობაზე. მეორეს მხრივ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს ძველი თბილისი, ძველ თბილისში ჩვენ უნდა შევუშვათ ეკონომიკა - სასტუმროები, მწვანე არეალების მოწყობა და ა.შ. ეს სტრატეგიული საკითხია და როგორც ვიცი, თბილისის განვითარების ფონდი ამაზე მუშაობს. ძალიან ფაქიზად უნდა მივუდგეთ ძველ თბილისს. ეს არის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა აბულაძემ.