12.თებერვალი.2019 17:12
ეკონომიკა

TNT-ის დირექტორი: „ეკონომიკის სამინისტრო გვაიგნორებს - 10 წერილი მაინც მაქვს მიწერილი“

TNT-ის დირექტორი: „ეკონომიკის სამინისტრო გვაიგნორებს - 10 წერილი მაინც მაქვს მიწერილი“
საფოსტო გადამზიდავი კომპანია TNT-ის დირექტორის ნინო მენთეშაშვილი განცხადებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო რედაქციის დაინტერესებული მხარეებისთვის ჩვენებას არ უზრუნველყოფს.

როგორც მენთეშაშვილმა BM.GE-თან საუბრისას განაცხადა, ამ მოთხოვნით სამინისტროს რამდენიმე წერილი გაუგზავნა, რომელზე რეაგირებაც ამ დრომდე არ მომხდარა.

„ამბობენ, რომ კანონონპროექტზე მუშაობენ, მაგრამ - არაგამჭირვალედ. ჩვენ ორჯერ კი ვიყავით შეხვედრაზე, თუმცა იმის მერე რა გააკეთეს და რა ჩაწერეს - არ ვიცით.
ევროკავშირს გავუგზავნეთ კანონოის პროექტიო, იძახიან, მაგრამ ჩვენ არ გვანახებენ. 10 წერილი მაინც მაქვს მიწერილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავასთვის, რომ საბოლოო ვერსია გამოგვიგზვანონ, მაგრამ გვაიგნორებს. ჩვენ გვქონდა კონკრეტული შენიშვნები მათ შორის უნივერსალური მომსახურების თვითღირებულების დათვლასთან და საკონტრიბუციო გადასახადთან დაკავშირებით, რომლის ჩასწორებასაც დაგვპირდნენ, მაგრამ ჩვენი ღელვის მიზანი არის ის, რომ ასე რომ ვთანხმდებით ხოლმე დეტალებზე, მერე იგივე აზრი ერთი პუნქტიდან მეორეში გადააქვთ. ამიტომ ვითხოვთ დაჟინებით რედაქტირებული პროექტის ნახვას“, - განაცხადა მენთეშაშვილმა.

Bm.ge საპასუხო კომენტარისთვის ეკონომიკის სამინისტროსაც დაუკავშირდება და მათ პოზიციასაც გაგაცნობთ.

ცნობისთვის: „ფოსტის შესახებ“ კანონის მიღებას საქართველოს ევროკავშირი ავალდებულებს. კანონის დამტკიცების ბოლო ვადა სექტემბერში იწურება. კანონს საქართველოს მთავრობა 2014 წლიდან წერს.

აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტი პარლამენტის საგზაფხულო სესიაზე განსახილველი კანონების ნუსხაშია.

კანონპორექტის ანოტაციაში ნათქვამია, რომ კანონის პროექტი „ფოსტის შესახებ“ ადგენს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფოსტის სფეროში საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს და ძირითად პრინციპებს; ფოსტის სფეროში საქმიანობისას პირთა თანასწორუფლებიანობას; მომხმარებელთა უფლებების დაცვას; უნივერსალური საფოსტო მომსახურების ეფექტური და მდგრადი მიწოდების უზრუნველყოფას, მისი საყოველთაოობის, საიმედოობის, თანაბარი წვდომის, არადისკრიმინაციულობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; საფოსტო მომსახურების გაწევისას და საფოსტო ქსელის ორგანიზებისას საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე



16.თებერვალი.2019 20:10
1146

როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?

ვრცლად
16.თებერვალი.2019 19:30
1270

ბიზნესომბუდსმენი: "ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიფრთხილე სჭირდება"

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:30
1404

გაზსაცავის წინასამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში იგეგმება

ვრცლად
16.თებერვალი.2019 18:00
1513

რა თანხა დაიხარჯა ონში უხარისხოდ დაგებულ გზებზე? – აუდიტის დასკვნა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:40
1853

2018 წლის იანვართან შედარებით, ქარის სადგურის გამომუშავება 8%–ით შემცირდა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 16:00
934

მთავრობა ქარსაცავი ზონების მოწესრიგებისთვის კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს

ვრცლად