მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.GE-მ Chris Rea-ს კონცერტის ორგანიზატორს უჩივლა

5a6735abd10b7
BM.GE
23.01.18 17:15
1995
ბრიტანელი მუსიკოსის Chris Rea-ს კონცერტის ჩაშლის გამო ბილეთების გაყიდვის ვებგვერდი TKT.GE განცხადებას ავრცელებს. კომპანია აღნიშნავს, რომ კონცერტის ორგანიზატორს "ნიჯ ჯგუფს” უჩივლა და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

შესაბამისი შეტყობინება იმ პირებმა მიიღეს, რომლებსაც კონცერტის ბილეთები ნაყიდი ჰქონდათ.

ვებგვერდის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ჩაშლილი კონცერტის ბილეთების თანხის დაბრუნება მათ არ ეხებათ და ეს ორგანიზატორმა უნდა გააკეთოს. TKT.GE აღნიშნავს, რომ თანხების ამოღება მოხდება მაქსიმუმ 15 მარტისთვის.

„გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია Chris Rea-ს გაუქმებულ კონცერტთან და ბილეთებთან დაკავშირებით. როგორც თქვენთვის ცნობილია, TKT.GE მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი მომხმარებლის ინტერესების დაცვას და კონცერტის ორგნიზატორისგან (შპს “ნიჯ ჯგუფი”) მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხების დაბრუნებას.

მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად თანხების დაბრუნების ვალდებულება ორგანიზატორს ეკისრება, ჩვენი გუნდი ათვითცნობიერებს თავის წილ პასუხისმგებლობას და მომხმარებლების სახელით, საქმე აღძრა შესაბამის საგამოძიებო უწყებებში. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსით და ორგანიზატორებისგან თანხების ამოღება მოხდება მაქსიმუმ 15 მარტისთვის.

TKT.GE სახელით, გვსურს მოგაწოდოთ გარანტია თითოეული დაზარალებულ მომხმარებელს, რომ აღნიშნული თანხების 15 მარტამდე დაგიბრუნდებათ თქვენსავე საბარათე ანგარიშზე, მაქსიმალურად კომფორტულად. ძალიან ვწუხვართ იმ დისკომფორტის გამო, რაც ჩვენს მომხმარებელს შეექმნა. სამომავლოდ, ვაპირებთ სხვადასვა იურიდიული ინიციატივების წამოწევას კანონმდებლობის დონეზე, რათა ასეთმა “ახალბედა” ორგანიზატორებმა აღარ მოახდინონ ჩვენი მომხმარებლების დაზარალება. თუკი მოხერხდა ორგანიზატორის მიერ თანხების 15 მარტამდე დაბრუნება, მომდევნო დღესვე ჩაგირიცხავთ ანგარიშებზე. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი ინტერესების სრულად დაცვა”,- ნათქვამია TKT.GE-ს განცხადებაში.

მუსიკოსის კონცერტი თბილისში, სპორტის სასახლეში 30 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო.