მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თითიდან გამოწოვილია" - ბახტაძის თქმით, ვალების ჩამოწერას არჩევნებთან კავშირი არ აქვს

5bf31c83c104c
BM.GE
20.11.18 00:17
865
პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, ვადაგადაცილებული ვალების განულების პროგრამას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს საპრეზიდენტო არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს. 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამოცანაა ის, რომ შექმნან ილუზიები, ხოლო ამ ილუზიებს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, ყველა არჩევნები ჩატარდა ძალიან მაღალი სტანდარტით და ბუნებრივია მეორე ტურიც იქნება ასეთი.

თუ ჩვენი ოპონენტები ამ პროგრამაში მხოლოდ ამ ნაკლს [რომ ვალების განულება საარჩევნო პროექტია] ხედავენ, მიანიშნებს იმაზე, თუ რა მასშტაბურ ნაბიჯს ვდგამთ ჩვენ. ასეთი ბრალდებები რა თქმა უნდა არის თითიდან გამოწოვილი. ისევე, როგორც ჩვენი წინა ინიციატივის შემთხვევაში, რაც სოციალურად დაუცველი არასრულწლოვნების შემწეობის ზრდას ეხებოდა,"- საზოგადოებრივი მაუეწყებლის ეთერში ამბობს მამუკა ბახტაძე.

მთავრობის ინფორმაციით, ფონდი ქართუ შეისყიდის ვადაგადაცილებული სესხების პორტფელს, რომლის ღირებულებაც 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ვალები გაუნულდებათ მათ, ვისაც ბანკში, მიკროსაფინანსოში თუ ონლაინ-საკრედიტო კომპანიაში უფიქსირდებათ ერთ წელზე მეტი ხნის ვადაგადაცილებული სესხები, რომელთა ძირი თანხის ღირებულებაც არ აღემატება 2000 ლარს.

იმის მიუხედავად, რომ პრობლემური სესხების მოცულობა 1.5 მილიარდი ლარია, ეს არ ნიშნავს, რომ ქართუ მათ შეძენაზე ამდენ თანხას დახარჯავს. მაღალი ალბათობით, ბანკებსა და ივანიშვილის ფონდს შორის გარიგება ამაზე ნაკლებ თანაზე დაიდება. 

დღეს ქართუ ფონდის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა თქვა, რომ მათ ფონდში სესხების შესყიდვისთვის უკვე 100 მილიონი ლარი არის დარეზერვებული.