მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიმ კუკი: უცხო ენების სწავლას, პროგრამირების ენის სწავლა ჯობია

59e0d290b30f3
BM.GE
13.10.17 19:00
6714
საფრანგეთში ვიზიტის დროს Apple- ის ხელმძღვანელი ფრანგულმა გამოცემამ Konbini ჩაწერა. ვიდეო ინტერვიუში კუკმა თავისი მოსაზრება გამოთქვა თანამედროვე განათლებასთან დაკავშირებით. ტიმ კუკმა ფრანგ სტუდენტებს ურჩია პროგრამირების ენა კარგად შეისწავლონ, რადგან მოთხოვნად სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ და გამომგონებლობის ნიჭი განუვითარდეთ.

თავის განცხადებას კუკი იმით ხსნის, რომ თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, ძვირადღირებული და აქტუალური პროფესია სწორედ პროგრამირებაა.

"მე რომ 10 წლის ფრანგი მოსწავლე ვიყო, უპირატესობას აუცილებლად პროგრამირების შესწავლას მივანიჭებდი და არა ინგლისურის ან სხვა რომელიმე ენის. ამით იმას კი არ მოვუწოდებ ახალგაზრდებს ინგლისური ან ნებისმიერი სხვა ენის შესწავლა შეწყვიტონ, არამედ პროგრამირებაზე გააკეთონ არჩევანი, რადგან იგი უნივერსალური ენაა, რომელსაც მსოფლიოში 7 მილიარდი ადამიანი გაიგებს. ჩემი ნება რომ იყოს, პროგრამირების საგანს ყველა სკოლისთვის სავალდებულოს გავხდიდი", - აცხადებს ტიმ კუკი.