მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგს მოიტანს მთავრობის მიერ 100 მლნ ლარის ბინების შეძენა? - ირაკლი როსტომაშილი საქმიან დილაში

BM.GE
03.09.20 11:21
716
საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 100 მილიონი ლარის ბინების შესყიდვას გეგმავს. სახელმწიფო ამ ბინებს შეიძენს იმ დეველოპერებისგან, რომლებიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვებენ და დადგენილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. კონკრუსი 11 სექტემბერს იწურება. პირობების მიხედვით სახელმწიფო არაუმეტეს კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თითოეული მრავალბინიანი სახლის მთლიანი საცხოვრებელი ფართის 30%-ის გამოიყიდის.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებთან დაიდება გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება მათ მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლ(ებ)ში არსებული საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვასთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, შესყიდული ბინები შემდგომში დევნილ ოჯახებს გადაეცემათ.

მთავრობის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების თანახმად, იმისთვის, რათა კომპანიას პროგრამაში შეეძლოს მონაწილეობის მიღება, მის მიერ შეთავაზებულ უძრავ ქონებაში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება თბილისში 1700 ლარს, ბათუმში 1530-ს, ქუთაისში 1445-ს, რუსთავი - 1360-ს , ზუგდიდში და სხვა რეგიონებში კი 1326 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

კონკურსი ორ ეტაპადჩატარდება. ჯამში, საკონკურსო ბიუჯეტი 200 მილიონი ლარი იქნება.

სტუმარი: ირაკლი როსტომაშილი - მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი