მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

THE BITFURY GROUP-ი EXONUM-ის გამოშვების შესახებ აცხადებს

596c7123bac13
BM.GE
17.07.17 12:09
2047
THE BITFURY GROUP-ი EXONUM-ის გამოშვების შესახებ აცხადებს


The Bitfury Group-ი, Blockchain ტექნოლოგიის სრული მომსახურების მსოფლიოში წამყვანი კომპანია, საწარმოებისათვის განკუთვნილი Blockchain-ის ჩარჩოს - Exonum-ის გამოსვლის შესახებ აცხადებს.
Exonum არის Blockchain-ისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. Exonum არის პროგრამული უზრუნველყოფის ჩარჩო, რომელიც დაეხმარება ბიზნესებსა და მთავრობებს, უსაფრთხოდ და იოლად განახორციელონ Blockchain-თან დაკავშირებული იდეები.
„ჩვენ ვხედავთ, რომ Blockchain-ის მიმართ ინტერესი და ენთუზიაზმი ყოველდღიურად იზრდება, რამდენადაც ბიზნესები, მთავრობები და დაწესებულებები ეძებენ ყველაზე იოლ და უსაფრთხო გზებს შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. Exonum-ი არის კიდევ ერთი ნაბიჯი Blockchain-ისკენ, რომელიც გვთავაზობს საიმედო და უნიკალურ შესაძლებლობებს რომელიც Blockchain-ის მეშვეობით აქტივების მართვისა და უსაფრთხოების საიმედო და უნიკალურ შესაძლებლობებს გვთავაზობს,“, - განაცხადა ვალერი ვავილოვმა, The Bitfury Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
„თითქმის ორი წელი დაგვჭირდა, რომ შეგვექმნა ჩვენი Exonum Blockchain-ის პლატფორმა. ღრმად ვაანალიზებდით და ვცდიდით Blockchain-ის სხვადასხვა კონცეფციებს. Exonum-ი არის ელიტური, საუკეთესო მათემატიკოსების, მეცნიერებისა და ანალიტიკოსების გუნდის მიერ განხორციელებული ინტენსიური კვლევებისა და ტესტირების პირდაპირი შედეგი. მათ ერთობლივი ძალებით შექმნეს ეს განუმეორებელი პლატფორმა. Blockchain-ის და Bitcoin-ის ღია, ერთიანი ხასიათის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ყველასთვის, ვინც იყენებს Blockchain-ზე დაფუძნებულ აპლიკაციებს”, - ამბობს ვალერი ვავილოვი.

Exonum-ის საწყისი კოდი ხელმისაწვდომია პროდუქტის ოფიციალური ვებგვერდიდან და Github-დან. Bitfury-ის დეველოპერები მზად არიან დაეხმარონ მომხმარებელს Exonum-ის საწყისი კოდის გაფართოებასა და ადაპტირებაში, საჭიროებების შესაბამისად.

Bitfury-მ Exonum-ი პირველად 2017 წელს RustFest-ზე გამოიტანა, სადაც ჩატარდა დეველოპერებისთვის სემინარი. Bitfury გამოიტანს Exonum-ს გლობალურ ჩვენებაზე, ვებინარებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც 17 ივლისს დაიწყება. Exonum-ი ასევე გთავაზობთ ტექნოლოგიის ყველაზე მიმზიდველ მხარეებს, როგორიცაა, მაგალითად, გამჭვირვალობა და ჭკვიანი (smart) კონტრაქტები.

მრავალი გზა არსებობს იმისთვის, რომ ბიზნესის ჩანაწერების წარმოებისთვის შეიქმნას distributed ledger ტექნოლოგია, რომელსაც DLT. DLT ეწოდება. არსებული სისტემების გაუმჯობესებული ვერსიები, გაზიარებული მონაცემთა ბაზის თითქმის იდენტურია. თუმცა, გაზიარებულ მონაცემთა ბაზას არ გააჩნია ნამდვილი Blockchain-ის მსგავსი უპირატესობები.

Exonum-ი არის გზა ავთენტური ფუნქციონალური Blockchain-ის შესაქმნელად. Exonum Blockchain-ი გთავაზობთ ყველა იმ უპირატესობას, რომელიც ნამდვილ Blockchain-ს აქვს, მათ შორის, აუდიტის შესაძლებლობას, გამჭვირვალობას და უსაფრთხოებას.

Exonum-ი იყენებს მორგებულ Byzantine კონსენსუსის ალგორითმს, რომელიც უსაფრთხოდ ინახავს თქვენს მონაცემებს, „“mine” ბლოკების გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კვანძები არ ფუნქციონირებს ან ძალიან მგრძნობიარეა ცუდი აქტორების ქმედებების მიმართ. ამ თვისების გამო, თითქმის შეუძლებელია, რომ ცუდმა აქტორმა დაამატოს არასწორი მონაცემები, ან შეცვალოს ისტორია თქვენს Exonum Blockchain-ში. კვანძების მრავლობითი დაზიანების შემთხვევაში, თქვენი Exonum Blockchain-ი მაინც ინარჩუნებს უსაფრთხოების თვისებებს და იცავს თქვენს მონაცემებს.

Exonum Blockchain-ი ასევე ახლდება ყოველი ახალი ბლოკის დამატებისთანავე.  Exonum Blockchain-ი აძლიერებს უსაფრთხოებას, რამდენადაც ეყრდნობა ძლიერ, გამოცდილ სისტემებს. Exonum-ი ემყარება Rust-ს, რომელიც, დღევანდელ დღეს, პროგრამირების ყველაზე უსაფრთხო ენაა. Rust-ი არის სისტემების პროგრამირების ენა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ იყოს უსაფრთხო და პრაქტიკული.

Bitfury უკვე იყენებს Exonum-ს მთავრობისთვის შემუშავებულ ზოგიერთ საპილოტე პროექტში. მან წარადგინა Exonum-ის ვერსია EY Startup Challenge-სთვის და ჯილდოც მიიღო. Exonum-ი გამოიყენება მრავალი სექტორისა თუ პროექტისთვის; მისი გამოყენება შეიძლება არჩევნების ან გამოკითხვის შედეგების დასადასტურებლად.

The Bitfury Group-ი არის Blockchain ტექნოლოგიის სრული მომსახურების კომპანია და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო ინფრასტრუქტურის პროვაიდერი Blockchain-ის ეკოსისტემაში. The Bitfury Group-ი შეიმუშავებს როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ისე აღჭურვილობას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისთვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი აქტივების უსაფრთხოდ გადაადგილება Blockchain-ის ფარგლებში.

The Bitfury Group-ის გამოცდილება უზრუნველყოფს წარმატებულ, იოლ, სწრაფ და უსაფრთხო კავშირს Blockchain-თან. The Bitfury Group-ი წარმოადგენს ტექნოლოგიის, ბიზნესის, კომუნიკაციების, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტთა გლობალურ გუნდს.