06.თებერვალი.2016 19:10
ბიზნესი

თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა დასრულდა

თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა დასრულდა
კურორტ თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა დასრულდა. დღეს მოეწყო საბაგიროს გაშვება სატესტო რეჟიმში, რომელსაც ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.
 
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ახალ კურორტზე ადგილობრივი მოსახლეები დასაქმდებიან. მისი განცხადებით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინიციატივით, უკვე დაიწყო მათი გადამზადების პროცესი. „კურორტი უნიკალურია. აქ იქნება ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასები საქართველოში და ის მოემსახურება როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ სპორტსმენებს“, –განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამ ეტაპზე კურორტზე არის 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის ერთი საბაგირო, რომლის მშენებლობაც საბაგიროების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია „პომამ“ უზრუნველყო. სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მასს აფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება. თეთნულდის სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრია, აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3,5 კილომეტრია. თუმცა 2016 წლისთვის დაგეგმილია სასრიალო გზის 30 კილომეტრამდე გაზრდა.

კურორტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს.



18.მარტი.2019 12:26
942

"ჯიგრები" - რა მომსახურებას სთავაზობს ქართული სტარტაპი მომხმარებელს

ვრცლად
07.მარტი.2019 13:30
305

საწარმოებს გარემოზე ზემოქმედებისთვის ფინანსური ვალდებულება დაეკისრებათ

ვრცლად
06.მარტი.2019 17:20
955

აშშ-ში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინის დეგუსტაცია გაიმართება

ვრცლად
06.მარტი.2019 12:24
307

იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

ვრცლად
06.მარტი.2019 10:25
611

თამაზ დაუშვილი: ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია

ვრცლად
02.მარტი.2019 13:20
375

რომელ პროექტებზე იქნება დაშვებული კ2 კოეფიციენტის მატება?

ვრცლად