11.იანვარი.2019 23:10
მსოფლიო

Tesla ყველაზე იაფიანი Model S და X-ის გაყიდვებს წყვეტს

Tesla ყველაზე იაფიანი Model S და X-ის გაყიდვებს წყვეტს
ილონ მასკმა Twitter-ის მიკრობლოგში დაბალბიუჯეტიანი Tesla-ს ყიდვის მსურველებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.

კომპანია Tesla 14 იანვრის შემდეგ ავტომობილებზე - Model S და X შეკვეთებს აღარ მიიღებს.

“თუ თქვენ ეს მოდელები ძალიან მოგწონთ, კი ბატონო; შეკვეთა შეგიძლიათ კვირა საღამომდე”, - წერს მასკი.

მიკრობლოგში გადაწყვეტილების მიზეზებზე მას არაფერი დაუწერია.

Model S და X Tesla-ს წარმოებულ მოდელებში ყველაზე იაფიანი მანქანები იყო. მათი გაყიდვის შეწყვეტის შემდეგ ფასი თავისთავად იცვლება - Model S-ის ღირებულება $84 750 ხდება, მაშინ როცა ძველი ფასი $66 750-ია. Model X -ის შემთხვევაში კი, $72 950 დან ფასი $87 950 აიწევს.

ავტომწარმოებელი კომპანია Tesla 2003 წელს დაარსდა. ამ დრომდე მას მხოლოდ 4 მოდელი აქვს გამოშვებული Roadster, Model S, Х и 3 და სატვირთო ავტომობილი Semi.

დღეისათვის, ბაზარზე ყველა მოდელის შეძენაა შესაძლებელი, გარდა Roadster-ის და Semi-ის.
ავტორი: ანნა ლაპიაშვილი



16.იანვარი.2019 23:00
309

პარიზი, ლონდონი - Fake ქალაქების "კოლექცია" ჩინეთში

ვრცლად
16.იანვარი.2019 22:23
309

2018 წელს ყველაზე ძვირადღირებული და შემოსავლიანი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო

ვრცლად
16.იანვარი.2019 21:50
108

ჩინეთის მთავრობა ეკონომიკური ვარდნის შესაჩერებლად მცირე ბიზნესისთვის გადასახადების შემცირებას გეგმავს

ვრცლად
16.იანვარი.2019 21:10
240

ჰიპერინფლაციის 8 ისტორია

ვრცლად
16.იანვარი.2019 15:00
188

როგორ გამდიდრდნენ ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ?

ვრცლად
16.იანვარი.2019 01:13
307

პარლამენტმა Brexit-ზე ტერეზა მეის პროექტი ჩააგდო

ვრცლად